გერმანია მზად არის, რუსული ნავთობის ემბარგოს დათანხმდეს
გერმანია მზად არის, რუსული ნავთობის ემბარგოს დათანხმდეს, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა.
როგორც ლინდნერმა CNN-თან აღნიშნა, საბოლოოდ, გერმანია რუსული გაზის იმპორტისგან სრულიად დამოუკიდებელი გახდება.
„ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება, შეცდომა იყო ამ გზით დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან დამოუკიდებლობას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ასე გაგრძელდება, საბოლოოდ, ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთისგან“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.
„გერმანიის შანტაჟი არ შეიძლება. კონტრაქტები არის და ყველა მათგანი ეფუძნება გადახდებს დოლარში ან ევროში. ასე რომ, გერმანელმა კონტრაქტორებმა უნდა გადაიხადონ ევროში ან დოლარში“, – განაცხადა მინისტრმა.