გაეროს მონაცემებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, 3 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 3 153-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც გაეროში აცხადებენ, გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები