ლატვიის საგარეო უწყება თანამემამულეებს დნესტრისპირეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს არაღიარებული დნესტრისპირეთის დატოვებისკენ მოუწოდებს, ასევე, ურჩევს, ე.წ. რესპუბლიკაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ უწყების Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
„მოლდოვის საზღვართან შეიარაღებული ძალების მოქმედების გათვალისწინებით, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ, მოქალაქეებს თავი შეიკავონ დნესტრისპირეთის რეგიონში გამგზავრებისგან, ხოლო იქ მყოფებს დატოვონ რეგიონი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირას დნესტრისპირეთში სამი აფეთქება მოხდა.
ე.წ. რესპუბლიკაში ტერორისტული საფრთხის წითელი დონეა ამოქმედებული.