ერევანში სტუდენტების მიმართ ძალის გამოყენება უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებმა დაგმეს

 

სომხეთის რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორებმა პოლიციის მიერ სტუდენტების მიმართ ძალადობის გამოყენება დაგმეს.

დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.

„მკაცრად ვგმობთ სტუდენტების მიმართ პოლიციელთა ძალადობას. მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობით, სტუდენტები ყველა ჩვენგანის ღირსეული მომავლისთვის იბრძვიან, სტაბილური და უსაფრთხო სომხეთისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სომხეთში ეროვნულზე ორიენტირებული, სამოქალაქო კულტურის განვითარებაში.

მოვითხოვთ, თავი შეიკავოთ სტუდენტების მიმართ ძალის გამოყენებისგან და, ზოგადად, არ შეზღუდოთ მათი ნების თავისუფალი გამოხატვის უფლება.

განაცხადი ღიაა გასაწევრიანებლად (აუცილებელია, კომენტარებში მიუთითოთ სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, წოდება, უნივერსიტეტი)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერევანში დღეს დილიდან გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-მდე მონაწილეა დაკავებული.

შეკრებილები ყარაბაღის საკითხზე ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები