ლავროვის განცხადებების გამო ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს
იტალიურ გადაცემაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს იბარებს.
როგორც Jerusalem Post წერს, ინტერვიუს მიმდინარეობისას ლავროვმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელსაც ისრაელში ანტისემიტურად აფასებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსი კოლეგის ფრაზებს უპატიებელი უწოდა.
”ჰოლოკოსტის დროს ებრაელებს თავი არ დაუხოცავთ. ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმაა“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.