“სააკაშვილმა ბრალდების მხარეს სხვა გზა არ დაუტოვა“

მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც პროკურორმა განმარტა,  როდესაც პირი გამოძიებას თავს არიდებს, პროკურატურა კანონით იძულებულია, რომ მის მიმართ პატიმრობა მოითხოვოს.
“ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიციები მოგვესმინა იმ დაგროვილ კითხვებზე, რომელიც არსებობს. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ცნობილია, არაერთხელ თქვა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი. ცნობილია, ასევე, რომ მან დისტანციურ დაკითხვაზეც უარი თქვა.ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ბრალდების მხარეს სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ემოქმედა მკაცრად, კანონის ჩარჩოებში გაწერილი ნორმების გათვალისწინებით. როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობას პირი თავს არიდებს, ასეთ შემთხვევაში ხდება პატიმრობის მოთხოვნა”, – განაცხადა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები