2 მაისი თამარ სხირტლაძის დაბადების დღეა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლისაა. მარჯანიშვილის თეატრი ულოცავს მსახიობს დაბადების დღეს და ინფორმაციას აქვეყნებს:
„ვისაც ასაკის ეშინია, ვეტყვი − ასაკის კი არა, საკუთარი თავის უნდა ეშინოდეთ. არასდროს უნდა გაჩერდეთ, მუდამ უნდა ვითარდებოდეთ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. დღე არ გავა, რომ რაიმე ახალი არ ვისწავლო და წავიკითხო. სიცოცხლე ძალიან საინტერესო რამაა” – თამარ სხირტლაძე.
დღეს საქართველოს სახალხო არტისტის ქალბატონი თამარ სხირტლაძის დაბადების დღეა!
მას 93 წელი შეუსრულდა!
ვულოცავთ ქალბატონ თამარს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები