ნატალია ლაშხის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
3 მაისს, 19:00 საათზე, ,არტკლუბ „არტერიაში“ ნატალია ლაშხის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამმოფენა სამ დღეს გასტანს და კურატორია ანა დედაბრიშვილი.

„რას ნიშნავს ხარები, რომელიც ნატალიას ნამუშევრებში ხშირად გვხვდება? ეს ალბათ შინაგანი ბრძოლებია, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, მძაფრი, ემოციური, დრამატული, თუმცა აქ იგრძნობა ძალა, გამბედაობა და შეუპოვრობა, რომელიც ამ ბრძოლებში გამარჯვებას გვპირდება.
ეს ძლიერი, მებრძოლი ენერგეტიკა, იდეები და ასევე მხატვრის ოსტატური რეალისტური ფორმები გადმოდის ჩვენზე და ჩვენც ვიჯერებთ, ვიჯერებთ, რომ ჩვენს შინაგან ბრძოლებში მასავით გავიმარჯვებთ, როგორც მხატვარმა გაიმარჯვა ტილოზე ჩვენ წინაშე
ეს დაძაბული, ჩუმი, გარინდებული, ძლიერი ხარები გვაფიქრებს, გვაფიქრებს ცხოვრების ეგზისტენციალურობაზე, ღმერთზე, ჩვენს თავზე, ჩვენი და ჩვენი ბრძოლების ადგილზე სამყაროში, ჩვენს გამარჯვებულ, დამარცხებულ და მიმდინარე ბრძოლებზე.
თურმე არ ბრძოლებში ნატალიას ბავშვობის სათამაშოს ადგილიც არის, რომელთან ხელჩაკიდებულებიც ნატალიასთან ერთად ვივიწყებთ ბრძოლებს, ვდუნდებით, ბავშვურდებით, სამყარო საბრძოლველ კი არა, სათამაშო, გასართობ უდარდელ მოედნად გადაიქცევა. ეს ძალიან დიდი გულწრფელობაა.
და რას ნიშნავს თოვლიანი პეიზაჟები წითელი სახლებით, წითელი აქცენტებით, იქნებ ეს ცივ და ბრძოლით სავსე სამყაროში, ეს ბავშვური, სიყვარულით სავსე მომენტებია, რომელიც ამ გამოფენის მოსაწვევის სახით ანუ კონვერტის ფორმით შენამდე მოვიდა“.

მისამართი: ნ. ბარათაშვილის №7.