გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო
გია ყანჩელის შემოქმედებითი კონცერტი 15 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ „ავტოგრაფის“ ორგანიზებით, გაიმართება. ქართველი და უცხოელი ჯაზშემსრულებლები ქართველი მაესტროს – გია ყანჩელის ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობენ: ცნობილი ლატვიური ჯაზბენდი „Xylem Trio“, ასევე შემსრულებლები ქალაქ რიგიდან: Oskars Petrauskis-Saxophone, Raimonds Petrauskis – Piano, Rihards Zalupe- Marimba, Percussion, Konstantins Jemelianovs-Trumpet, Kaspars Kudreko-Drums, Alessandra Filomena-Vocal, საქართველოდან: გიორგი კიკნაძე, პაპუნა შარიქაძე, ზურა რამიშვილი, პავკა კვაჭაძე. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.