„დამწვარი სახლის ამბები“ – ციცი გურიელის ახალი რომანის წარდგენა გაიმართება
6 მაისს, 15:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“ ჟურნალისტისა და პროზაიკოსის, ციცი გურიელის ახალი რომანის „დამწვარი სახლის ამბების“ წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს რომანი ციცი გურიელის მეოთხე წიგნია. მანამდე მან გამოსცა წიგნები: „უშენობის ბინდისფერი მისტერიები“, (2020) „ბეწვის ხიდი“ (2021) და „მწარე თაფლი“ (2021).
რომან „დამწვარი სახლის ამბების“ რედაქტორია მარინე თექთუმანიძე.
„დარდის წყაროზე გატეხილი კოკიდან, სულის სიზმრების ჯვარცმულ ნასახლარებში, თავთუხების დამდნარ ქარვად ჩაწურულიყვნენ ხილვები და ჩემი ყელყარყარა ალავერდი, მაინც გაფრენილიყო ცაში გედივით…
ღამე იყო უცნაური…
ღმერთი ვნახე და უსაშველოდ დაელდებული ჩავუვარდი მუხლებში:
– ოღონდ მაკმარე, ოღონდ მაკმარე!.. ღამისფერი მარტოსულობა მაკმარე, ღმერთო“ ციცი გურიელი).
მის: მერაბ ბერძენიშვილის ქ. 1; კუს ტბის ასახვევი.