„პრემიერის დავალებით პრეზიდენტს გავაცანით, თუ რა ნაბიჯები გადავდგით უელსის სამიტამდე“ (ვიდეო)
პრეზიდენტს ნატოს სამიტამდე მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის დავალებით გავაცანით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ განუცხადა. რაც შეეხება პრემიერის სხდომაზე დაუსწრებლობის საკითხს, როგორც ალასანიამ განმარტა, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იყო დაგეგმილი, ამიტომ პრემიერის დასწრების აუცილებლობა არ ყოფილა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩვენ პრემიერის დავალებით გავაცანით პრეზიდენტს, თუ რა ნაბიჯები გადავდგით და სამიტამდე რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იყო დაგეგმილი, ამიტომ არ ყოფილა აუცილებლობა მასზე პრემიერ-მინისტრის დასწრების. ჩვენ სწორედ მისი დავალებით გავაცანით პრეზიდენტს სამოქმედო გეგმა და მომავალშიც მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას იმ ნაბიჯებზე, რაც გადაიდგმება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-3MjxA4s5Ug&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]