ეთიკის ქარტია: მთავარი არხის ჟურნალისტმა ჟანა აკოფაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ჟანა აკოფაშვილმა ქარტიის პირველი – ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.
სადავო სიუჟეტი “ბათუმის მდიდარი ვიცე-მერი – ლევან დავითაძის კავშირები და ქონება” ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 18 დეკემბერს გავიდა.
“განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობის დაკავებისა და ქონების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.