რუსეთის რიტორიკის ბოლოდროინდელი ესკალაციის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მათი ბირთვული შესაძლებლობების ყოველდღიურ მონიტორინგს. ჩვენი შეფასებით, არ არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე და ნატოს ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბირთვული ომის საფრთხეს რეალური უწოდა.