ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან არსებითია, არ შეიძლება, ეს საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს, მაგრამ ბევრი მსურველია, ვინც მზად არის ხელოვნურად გააზვიადოს ეს საფრთხე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ამასთან, ლავროვმა გაიხსენა, რომ იანვარში „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.
„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ. ძალიან არ მინდა, ახლა, როგორც პატივცემულ პოლიტოლოგებზე დაყრდნობით თქვით, როცა საფრთხე მართლაც ძალიან, ძალიან არსებითია, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ეს საფრთხე ხელოვნურად გაებერათ, ამის მსურველები კი ცოტა არ არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება ის სათანადოდ არ შეფასდეს“, – განაცხადა ლავროვმა.