მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლარს ჰანსელს და ფონდის სამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ტომას შრაპელს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ფონდსა და პარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს.

„ქართულმა მხარემ  ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და ფონდის საქმიანობის წარმართვაში, განსაკუთრებით ტომას შრაპელის წვლილი აღნიშნეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობას. ასევე, იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დგას.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები დასახეს.

კონრად ადენაუერის ფონდი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან 2009 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები