სალომე ზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინას გამარჯვებაში ვეხმარებით, არ დავივიწყოთ მოლდოვა და საქართველო

მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინის საკითხს ვუმკლავდებით და უკრაინას გამარჯვებაში ვეხმარებით, არ დავივიწყოთ დანარჩენი ორი ქვეყანა მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ იყოს ღია. საქართველოს და მოლდოვას პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„მე მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი აქ, ვაშინგტონში, ეს არის ის, რომ ჩვენ გვესმის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, ვაშინგტონში, იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა.

მაგრამ, რაც მინდა გადმოგცეთ – მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინის საკითხს ვუმკლავდებით და უკრაინას გამარჯვებაში ვეხმარებით, არ დავივიწყოთ დანარჩენი ორი ქვეყანა – მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ევროკავშირის ორი სხვა ასოცირებული ქვეყანაა. იქ, ძალიან სენსიტიურ ადგილებში – ერთი კავკასიაში, მეორე ომის რეგიონთან ახლოს – და რომ ეს ორი ქვეყანა არის ორი ქვეყანა, რომლებსაც არ იცავს არც ნატოს მე-5 მუხლი და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ასე რომ, ამ დროს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ორივე ჩვენი ქვეყნის მიმართ იყოს ღია.

ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენმა პარტნიორები მტკიცედ დაუჭირონ მხარი ჩვენს პოზიციებს. ჩვენ არ ვართ ომში. ჩვენ არ ვაპირებთ ომს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რუკაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები