„სახლი არ შეიყვარო“ – მაკა ცხვედიანის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

29 აპრილს, 18:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მაკა ცხვედიანის ახალი წიგნის – „სახლი არ შეიყვარო“ წარდგენა გაიმართება.
წიგნის რედაქტორია გვანცა შუბითიძე; დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე;  გარეკანის დიზაინერი – თეონა ჭანიშვილი.
„ეს წიგნი სახლებზეა, სადაც იატაკი ჭრაჭუნობს და ქარის დაბერვაზე ერთმანეთში იხლართებიან მოიისფრო ფარდები. სახლები დგანან და დგანან. ჩვენ კი გვგონია, რომ გავიქცევით, გადავიკარგებით და აღარასდროს დავბრუნდებით. გადავეჩვევით სახლებს, რომლებიც ხმებისა და მოგონებების მძევლებად გვაქცევს.
ამ სახლებშია ჩვენი სიცილი და გულისაჩუყება. აქ ნაწილებად ვიშლებით და მერე ისევ ვმთლიანდებით. ხან სულმოუთქმელად ავირბენთ კიბეს, ხან საბრალოდ მივჩანჩალებთ, რომ ქურთუკები მოვისროლოთ და ჩვენივე საკუთარ თავებად ვიქცეთ.
სახლის შეყვარება-ვეღარგადაყვარებაზე თანხმობას ნიშნავს. და ჩვენ მაინც ყველას გვინდა სახლი, რომელსაც შევიყვარებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები