სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს

სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს. რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს რაიმე მძიმე დიაგნოზი მართლაც დაუდგინდება, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული.

,,მე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს. რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია.

არის სხვა საკითხი – თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები