„ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ” – ერიკ ლის ვორკშოპი გაიმართება

17 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, მწერალთა სახლში, მწერალთა სახლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „ზიარის“ ორგანიზებით, გაიმართება  ამერიკელი ავტორისა და მკვლევრის, ერიკ ლის ვორკშოპი  –  „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”.
ორაგნიზატორების ინფორმაციით, ერიკ ლი ერთი თვით ეწვევა თბილისს 2022 წლის მაისში, მწერალთა სახლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, „ილიაუნის“ ფინანსური მხარდაჭერით. ის იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ბოლშევიკური ტერორის დროს რეპრესირებული ქართველი ავტორების თემაზე. ინიციატივა უკავშირდება რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, რომლის გახსნაც სექტემბერში იგეგმება მწერალთა სახლში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.
თბილისში ვიზიტის განმავლობაში ერიკ ლის გადაეცემა ილიაუნის საპატიო დოქტორის ხარისხი და ის ჩაატარებს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის – შეხვედრას მკითხველთან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში და ზემოთ ხსენებულ ვორკშოპს დოკუმენტური და ისტორიული პროზის ავტორებისთვის. დასწრება უფასოა, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება შესაძლებელია ელფოსტით: residency@writershouse.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები