რუსეთში აშშ-ის ელჩმა ლავროვი “ბირთვულ შანტაჟში” დაადანაშაულა

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს “ბირთვული ომის საფრთხის” შესახებ – “ბირთვული შანტაჟი” უწოდა.

ლავროვმა განაცხადა, რომ “ბირთვული ომის რისკი რეალურია და ეს საფრთხე სათანადოდ უნდა შეფასდეს”.

სალივანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ განუცხადა კრემლს, რომ ის “ატომურ ზღვარზე დგომის პოლიტიკას” არ თამაშობს.

“ჩვენ ვაცნობეთ ეს რუსებს და მზად ვართ, შეერთებული შტატების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები შევაკავოთ”, – თქვა ელჩმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ვაშინგტონმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Minuteman III-ის ცდები გააუქმა.

ელჩის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა შეიძლება, იყოს მარიანას თხრილთან შედარებული.

დიპლომატმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები ძალიან სწრაფად გადავიდნენ ბირთვულ რიტორიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები