კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2021 წელს გადაღებული ფილმის – „არა ვინ და ლურჯი ცა“ ჩვენება გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისივე მხარდაჭერით 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ჩვენებას განაგრძობს.
დღეს  რიგით მეორე გამარჯვებული ფილმის „არა ვინ და ლურჯი ცა“ (რეჟისორი და სცენარის ავტორი -მაგდა გველესიანი, თანარეჟისორი – ლეა პიერსი, ოპერატორი – ბელა მორიტსი, მუსიკის ავტორი – ფილიპ ვალტინგერი, მონტაჟის რეჟისორი – ლევან ბუთხუზი) გაიმართა.
ფილმი მოგვითხრობს პოეტურ მოგზაურობაზე მდინარე ბჟუბჟის პირას გურიის ექვს სოფელს შორის. მასში ასახულია, თუ რა ურთიერთობა აქვთ ადგილობრივ მცხოვრებლებს მდინარე ბჟუჟთან და როგორ ტრიალებს ყოველდღიურობა მის გარშემო.
ფილმების ჩვენება, 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში იმართება.
„ინფორმაციისთვის, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გაიმარჯვა 5-მა პროექტმა: „რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“, რეჟისორი – ქუცნა ამირეჯიბი, სცენარის ავტორი – მიხეილ აბრამიშვილი; „არა ვინ და ლურჯი ცა“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – მაგდა გველესიანი (სადებიუტო ნამუშევარი); „მუშკეტერის თბილისი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – გიორგი ჭუმბურიძე; „საქართველოს მეგალითები“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ლევან ლომაშვილი; „ანსოს ჯვრის თავგადასავალი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – თამარ მახარაძე.
აღსანიშნავია, რომ მოცემული კონკურსი პირველად 2021 წელს ჩატარდა და, მიღებული შედეგის მიხედვით, გადაწყდა, რომ იდენტური კონკურსი 2022 წლის კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლავ ყოფილიყო გათვალისწინებული. კონკურსი მიზნად ისახავდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობას და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისებას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები