ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყონებლივ იმპლემენტაციისთვის.

UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, „აზოვსტალის“ ტერიტორია კვლავ რუსული არმიის მხრიდან ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა.

„უკრაინა მზად არის დაუყონებლივ მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებელი შესრულებისთვის. ჩვენ ასევე ველით ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები