რეზნიკოვი – კიევში მომხდარ აფეთქებებზე: ეს არის თავდასხმა მსოფლიოს უსაფრთხოებაზე!

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი კიევში მომხდარ აფეთქებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის თავდასხმა გენერალური მდივნის უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე!

„მაშინ, როცა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კიევში იმყოფება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – რუსეთი – ქალაქზე სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს. ეს არის თავდასხმა გენერალური მდივნის უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე!“, – წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სააგენტო Reuters-მა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, ორი აფეთქების ხმა გაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები