აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ „უპასუხისმგებლოა“.
„არავინ უნდა გააკეთოს უაზრო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ან მათი გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობის შესახებ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბირთვული ომის საფრთხეს რეალური უწოდა.