ლარი გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0597 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0597 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0080 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2157 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0209 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები