პაატა მანჯგალაძე: იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველო სუვერენული და თავისუფალია, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად, გარანტორი არის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არა სიტყვებით  არამედ საქმით არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა საქართველოს მთელ რიგ დახმარებას უწევს.

“თქვენ იცით, რომ მთელ რიგ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამერიკის მთავრობა. არა მარტო შეიარაღებულ ძალებს, ზოგადად, საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული და თავისუფალი, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად, გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს პარტნიორებთან ერთად რუსეთის პირისპირ,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები