უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციას, – ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩის წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ “საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე”.
„რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება, საქართველოს ტერიტორია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიებსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან“, – განაცხადა კასიანოვმა.