ანდრეი კასიანოვი – ბარამიძის აუდიოჩანაწერზე: ვერ ვხედავ აზრს და საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად რა თქვა და სად რა მოისმინა

მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად რა თქვა და ვინ რა მოისმინა, – ასე უპასუხა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტის შეკითხვას აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე ფიგურირებს.

“ჩვენ კავშირის ეფექტიანი არხები გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ, ეფექტიანად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – აღნიშნა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები