მედია: აშშ უკრაინას დონბასში საბრძოლველად მეტ სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს
სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე აშშ-მა უკრაინისთვის გაზიარებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდა.
ამასთან ერთად, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კონგრესის დაზვერვის კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა, მაიკ ტერნერმა წერილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუგზავნა.
„ჩვენი ძალები ყურადღებას მთავარზე გაამახვილებენ დონბასის სრულ გათავისუფლებაზე“, – თქვა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ.