ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა

საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით”, – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებას.

„საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის,“ – წერს ილია დარჩიაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები