ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს
ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას.
მისი თქმით, ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობას და მხარდაჭერას, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.