ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას დაუჭირა მხარი

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების ყველა ძალისხმევას დაუჭირა მხარი, ასევე, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ასამბლეამ რეზოლუცია დაამტკიცა.

ასამბლეაში უმაღლესი რადას დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარია მეზენცევამ დააკონკრეტა, რომ ამ დოკუმენტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი აგრესიის გამოსაძიებლად და გასამართლებლად და უზრუნველყოს საჭირო ფინანსური მხარდაჭერა.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, გახდა გამოწვევა გლობალური მმართველობისთვის და გამოიწვია ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი მატება და სასურსათო დაუცველობა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მიზნით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები