IRI: გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად ილია მეორე, კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92%-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 53%-ს თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო 52%-ს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსწონს.
IRI-ის კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ილია მეორე – დადებითად განწყობილია 92%, უარყოფითად – 4%
- კახა კალაძე – დადებითად განწყობილია 53%, უარყოფითად – 43%
- სალომე ზურაბიშვილი – დადებითად განწყობილია 52%, უარყოფითად – 45%
- ირაკლი ღარიბაშვილი – დადებითად განწყობილია 47%, უარყოფითად – 48%
- ნინო ლომჯარია – დადებითად განწყობილია 46%, უარყოფითად – 40%
- ანა დოლიძე – დადებითად განწყობილია 44%, უარყოფითად – 35%
- გიორგი გახარია – დადებითად განწყობილია 40%, უარყოფითად – 55%
- დავით უსუფაშვილი – დადებითად განწყობილია 39%, უარყოფითად – 48%
- ელენე ხოშტარია – დადებითად განწყობილია 39%, უარყოფითად – 52%
- ირაკლი კობახიძე – დადებითად განწყობილია 38%, უარყოფითად – 56%
- გიორგი ვაშაძე – დადებითად განწყობილია 37%, უარყოფითად – 56%
- თეა წულუკიანი – დადებითად განწყობილია 37%, უარყოფითად – 57%
- ნიკა მელია – დადებითად განწყობილია 37%, უარყოფითად – 58%
- შალვა ნათელაშვილი – დადებითად განწყობილია 33%, უარყოფითად – 63%
- ბიძინა ივანიშვილი – დადებითად განწყობილია 31%, უარყოფითად – 60%
- მიხეილ სააკაშვილი – დადებითად განწყობილია 31%, უარყოფითად – 60%
- შალვა პაპუაშვილი – დადებითად განწყობილია 27%, უარყოფითად – 39%
- მამუკა ხაზარაძე – დადებითად განწყობილია 27%, უარყოფითად – 61%
- ალეკო ელისაშვილი – დადებითად განწყობილია 27%, უარყოფითად – 64%
- ნინო ბურჯანაძე – დადებითად განწყობილია 25%, უარყოფითად – 69%
- ბადრი ჯაფარიძე – დადებითად განწყობილია 23%, უარყოფითად – 58%
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – დადებითად განწყობილია 21%, უარყოფითად – 69%
- გიგა ბოკერია – დადებითად განწყობილია 18%, უარყოფითად – 76%
- ხათუნა სამნიძე – დადებითად განწყობილია 16%, უარყოფითად – 45%
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.