ირაკლი ღარიბაშვილი: მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, ვუთხარი – რომ ვერ შევხვდებოდი და ბიზნესსექტორთან გადავამისამართე

პრემირმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მართლაც მიმართა, თუმცა, არ შეხვედრია და ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხიდაშელისა და რუსი ბიზნესმენის ქართულ ბიზნესსექტორთან შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

“მე მართლაც მომმართა ბატონმა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბისნეზშემოთავაზებები და მე, უბრალოდ, ძალიან მარტივად, ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. თავადაც დაადასტურა, რომ აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და შეხვდა დავით ხიდაშელთან ერთად, ის დავით ხიდაშელის მოწვევით იყო ჩამოსული, ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს.

მინდა, ამ აჟიოტაჟის ავტორებსა და ვითომ სკანდალის გამომძიებლებს მთავარი კითხვა დავუსვა: რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელისა და თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გუშინ დავით ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები