მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის აღმკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 19.000 საათზე იმსჯელებს. საქმის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი იქნება.
ყოფილი პრეზიდენტისთვის და მასთან ერთად ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები