ტრამპი: ბაიდენმა პუტინის ბირთვულ მუქარას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა

პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, პუტინი ბირთვული ომის მიმართ შიშს იყენებს და ეს უბიძგებს მას, უფრო ხშირად მიმართოს ბირთვულ მუქარას.

”პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა “ბირთვული”, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად. ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა ”ბირთვული იარაღი“ და თუ ამას გააკეთებენ, პრობლემებს მიიღებენ”, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები