რუსეთში საბავშვო ბაღში ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

რუსეთის ულიანოვსკის ოლქის სოფელ ვეშკაიმის საბავშვო ბაღზე თავდასხმას ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი შეეწირა.

ამის შესახებ რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სერგეი მოროზოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

“წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა, ასევე, 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი”, – წერს პოლიტიკოსი.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ ერთი ქალი.

საბავშვო ბაღში ცეცხლი მამაკაცმა გახსნა, რომელმაც ადგილზე იჟ-27 თოფით იმ დროს მივიდა, როდესაც ბაღში ძილის საათი იყო.

ის საბავშვო ბაღში შესასვლელი კარიდან შევიდა, მერე მეორე სართულზე ავიდა და სროლა დაიწყო.

თავდამსხმელმა მასწავლებლის თანაშემწე – ელენა კარპოვა და კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრა, შემდეგ კი ორ ბავშვს ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

მომხდარის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები