“შემაშფოთებელი ინფორმაციაა” – კრემლი დნესტრისპირეთის აფეთქებებს გამოეხმაურა
კრემლში აცხადებენ, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთში აფეთქებებთან დაკავშირებული ვითარება შემაშფოთებელია.
ამის შესახებ მედიას კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ვლადიმერ პუტინის და მაია სანდუს კონტაქტები, პესკოვი ამბობს, რომ “არა, არანაირი კონტაქტები დაგეგმილი არ არის, ასეთი გეგმები არ არსებობს”.
“ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ განვითარდება სიტუაცია. რასაკვირველია, იქიდან მიღებული ინფორმაცია შემაშფოთებელია”, – თქვა მან.