უკრაინის შს მინისტრი: აღდგომის დღესასწაულზე ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს “ქრისტე აღდგა“ ეწერა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააღდგომო დღეებში რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს “ქრისტე აღდგა“ ეწერა.
“დღეს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებისა აღდგომის დღესასწაულზე ზავის გამოცხადების შესახებ, მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა არა მხოლოდ დონბასში, არამედ – უკრაინის სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ცინიკური იყო ის, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ჰქონდათ წარწერა „ქრისტე აღდგა“, – განაცხადა დენის მონასტირსკიმ.