რომან გოცირიძე: ორი მიზანი აქვთ – ერთი, რომ გადაფარონ ივანიშვილის საუბარი სანქციადადებულ ოლიგარქთან და მეორე, მარგველაშვილის გამონათქვამები ჩათვალონ პარტიულ ინტერესად
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება.
”მარგველაშვილი, რომელიც მათი გუნდის წევრი იყო და რომელიც დღეს ყველაზე დიდი კრიტიკოსია ამ ხელისუფლების, უნდათ, რომ ეს პარტიული ინტერესებით შენიღბონ და მის სიტყვას დაუკარგონ წონა. ორი მიზანი აქვთ – ერთი, რომ გადაფარონ ივანიშვილის საუბარი სანქციადადებულ ოლიგარქთან და მეორე, მარგველაშვილის გამონათქვამები ჩათვალონ პარტიულ ინტერესად”, – აცხადებს გოცირიძე.