ირაკლი კობახიძე – მარგველაშვილსა და “ნაცმოძრაობაზე”: ძალიან უხდებიან ერთმანეთს, მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია
“აქამდე მარგველაშვილი, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრი იყო და როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ეს არის სერიოზული დაწინაურება”,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება.
კობახიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მორალური ფასეულობები თანხვედრაშია.
“აქამდე მარგველაშვილი, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრი იყო და რა თქმა უნდა, როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ეს არის სერიოზული დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება რაც არის პარტიის შიგნით. როდესაც სუსტდება პარტია ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და, ბუნებრივია, მას სურს მელიას თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც ფორმალური თავმჯდომარეა დღემდე. რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში, ბუნებრივია, კვლავ სააკაშვილი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.