რუსეთმა 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

MOSCOW, RUSSIA - JANUARY 13, 2019: The building of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation at Smolenskaya Square. Valery Sharifulin/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Çäàíèå Ìèíèñòåðñòâà èíîñòðàííûõ äåë ÐÔ íà Ñìîëåíñêîé-Ñåííîé ïëîùàäè. Âàëåðèé Øàðèôóëèí/ÒÀÑÑ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთი ამგვარად პასუხობს ბერლინის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 4 აპრილს გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს გარკვეული რაოდენობის თანამშრომელი „არასასურველად“ გამოაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გაძევებულ პირებს გერმანიაში ყოფნის დროს დიპლომატიური საქმიანობა არ განუხორციელებიათ. ისინი „სისტემატიურად მუშაობდნენ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები