ბაიდენმა უკრაინის ელჩის პოსტზე საქართველოში მომუშავე დიპლომატი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა წარადგინა.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.

ამჟამად, ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩის პოსტს იკავებს. მანამდე, იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროში უფროსი მრჩევლისა და მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა.

ბრიჯიტ ბრინკი ასევე საქართველოსა და უზბეკეთში ელჩის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ბრინკი, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, ფოკუსირებული იყო აშშ-ის პოლიტიკის წინსვლაზე ევროპასა და ევრაზიაში.

ცნობისთვის, ელჩის დანიშვნა მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინული მხარე ოფიციალურ დადასტურებას გააკეთებს.

აშშ-ის უკრაინაში მუდმივი ელჩი 2019 წლიდან არ ჰყოლია. ამჟამად, ელჩის მოვალეობას კრისტინა ქუინი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები