უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 215 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 215 ბავშვი დაიღუპა და 391-ზე მეტი დაშავდა.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი – 124 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, კიევში – 114, ჩერნიგოვში– 66.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 1500 სასწავლო დაწესებულება. მათგან 102 მთლიანად განადგურდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები