რუსეთის საგარეო უწყება:  ჟენევის მოლაპარაკებები შეჩერებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მარტში უნდა გამართულიყო, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ არის შეჩერებული

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, “სამეულმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა კავკასიის რეგიონისთვის მოლაპარაკებათა ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რაც შესაძლოა, სამხრეთ კავკასიისთვის შედეგის მომტანი იყოს”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, ამ ფორმატის მუშაობა შეჩერებულია. ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ინიციატივა, ამ შემთხვევაში, ეკუთვნის თანათავმჯდომარეთა „სამეულს“ (გაერო, ევროკავშირი და ეუთო), რომლებიც მომდევნო რაუნდის გამართვას მარტის ბოლოსთვის გეგმავდნენ”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ამ დისკუსიის მონაწილეებმა, ფაქტობრივად, „მძევლად აიყვანეს“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ფორმატი, რომლის “წყალობითაც შესაძლებელი გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღები დონის შენარჩუნება”.

„ასე რომ, მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მათ ეკისრებათ. ასევე, არის ლოჯისტიკური სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით”, – თქვა გონჩარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები