დღეიდან მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება დღეიდან, 25 აპრილიდან სავალდებულოა.
საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება: ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად, პრეტენდენტი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, სადაც რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევს ავტომობილის სათანადოდ მართვა.