უშიშროების საბჭოს სხდომას გიორგი მარგველაშვილი პირველად ხელმძღვანელობს
მთავრობის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. სხდომაში მონაწილეობს მუდმივმოქმედი წევრებიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
სხდომაზე წარმოდგენილია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და რამდენიმე მოწვეული სტუმარი – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სეისაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე. სხდომას არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე.
უშიშროების საბჭო ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, ასევე განიხილავს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომავალი წლიდან ქართული კონტიგენტის შემცირების საკითხს.