წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა მწერალთან, ნინო მანთან შეხვედრა გაიმართა

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯში ‘’აისი’’ ახალგაზრდა მწერალთან, ნინო მანთან შეხვედრა გაიმართა. ავტორმა დამსწრე საზოგადოებას სადებიუტო რომანი,  ‘’ლ’’  წარუდგინა და თავის წიგნში ასახულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მოტივაციაზე ისაუბრა.

ღონისძიებას, კოლეჯის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და სტუდენტების გარდა, დაესწრო გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დალი მინდიაშვილი და რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, მარიამ მარიამიძე.

‘’წიგნი მაშინ არის ძალიან კარგი და საინტერესო, როცა ის კითხვებს ბადებს. სწორედ ასეთია ‘’ლ’’, – აღნიშნა დალი მინდიაშვილმა.

კოლეჯის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა მწერალს სიურპრიზი მოუწყო და იმ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეახვედრა, რომელიც თავად აქვს დამთავრებული. ეს ფაქტი მწერლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები