მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: პარლამენტიდან გასვლის მუქარა არ მგონია, რელევანტური იყოს
პარლამენტიდან გასვლაზე დამუქრება არ მგონია, რელევანტური იყოს. ალბათ, საბოლოოდ, თვითონვე კრიტიკულად უნდა შეხედონ ასეთი ტიპის დესტრუქციული გეგმების შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რა ეფექტი აქვს მათსავე რეპუტაციაზე, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ ტიპის განცხადებები დემოკრატიულ პროცესს ვნებს, რაც რეალურად პოლარიზაციის მაღალი ხარისხის არსებობას იწვევს.
“ეს ვნებს ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, რაც რეალურად იწვევს პოლარიზაციის მაღალი ხარისხის არსებობას. ისინი ცდილობენ „ვაბანკ თამაშს“ დაემსგავსოს ყველაფერი – ან ყველაფერი, ან არაფერი”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს.