პოდოლიაკი: მსოფლიომ რუსეთის სიგიჟე უნდა შეაჩეროს და ნავთობის ემბარგო დააწესოს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მსოფლიომ რუსეთის სიგიჟე უნდა შეაჩეროს და მას ნავთობის ემბარგო დაუწესოს.
მისი თქმით, რუსეთი არაფერს აწარმოებს და ნედლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი არის არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე სახელმწიფო, რომელიც საკუთარი თავის გამტკიცებას სხვების მეშვეობით ცდილობს.
მან გაიხსენა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია მეცნიერება, ის არ აწარმოებს აღჭურვილობას და, ბუნებრივი ნედლეულის გარდა, სხვა რამის ექსპორტს არ ახორციელებს, მაგრამ თავს ზესახელმწიფოდ მიიჩნევს და იმპერიული წარსული ენატრება.
პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც, სხვა წარმატებების არქონის გამო, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების კულტით ცხოვრობს და შემდეგ ახალ ომს იწყებს.
“სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ეს აღარ არის ხუმრობა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება. ხუმრობა უკონტროლოა. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს სიგიჟე და ნავთობის ემბარგო დააწესოს”, – დასძინა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge